გადაიყვანონ სააკაშვილი მრავალფუნქციურ სამოქალაქო კლინიკაში - ამ მოთხოვნით შიმშილობას აგრძელებს 10 დეპუტატი.
პარლამენტის 9 ოპოზიციონერი წევრი პროტესტის უკიდურეს ფორმას სხდომათა დარბაზთან ფოიეში მიმართავს, მე-13 დღეა შიმშილობს ელენე ხოშტარია. იგი გადასხმების გაკეთებას გუშინ დათანხმდა, რომ არ დაიწყოს ორგანიზმის ინტოქსიკაცია.
მოშიმშილე დეპუტატები ამბობენ, რომ მოთხოვნების დაკმაყოფილებმადე პროტესტი გაგრძელდება.