უხვი ნალექის შედეგად ელექტრო გადამცემი ხაზები დაზიანდა შუახევში, რის გამოც დენი არ მიეწოდება სოფელ ბრილს. წყალსაყრისა და შუბნის გარდა სხვა ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრამდე მისვლა მხოლოდ ორხიდიანი ავტოტრანსპორტისთვისაა შესაძლებელი. შიდა სასოფლო გზები სპეეციალური ტექნიკის დახმარებით იწმინდება. სასწავლო პროცესი შეჩერებულია ნაღვარევისა და წაბლანის საჯარო სკოლებში., ასევე უჩამბისა და ნიგაზეულის ბაგა-ბაღებში. ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის შუახევის მონაკვეთზე მოყრილია ტექნიკური მარილი და ტრანსპორტი თავისუფლად გადაადგილდება.