პატიმარი მიხეილ სააკაშვლის თემა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო დღეებია ქვეყანაში მთავარი პოლიტიკური თემაა. მმართველი პარტიის წევრების ნაწილი „ნაციონალურ მოძრაობას“ უწოდებს რადიკალულრ ჯგუფს, რომელსაც მათივე თქმით, საზოგადოებაში მასობრივი აღფოთების გამოწვევა სურს. იმასაც ამბობენ, რომ საჭიროების შემთხვევაში ექსპრეზიდენტს აუცილებლად გაეწევა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. ოპოზიცია კი საუბრობს, რომ ახლა, ამ ვითარებაში აუცილებელია კომპრომისი.