არავის მივცემთ საშუალებას მოახდინონ ქალაქის პარალიზება და კოლაფსი - ვაჟა სირაძე

15 ნოემბერი 2021, 16:38 1405 ნახვა

არავის არ მივცემთ საშუალებას მოახდინონ ქალაქის პარალიზება და კოლაფსი - ამის შესახებ თბილის პოლიციის უფროსმა განაცხადა. 

ვაჟა სირაძის თქმით, ქუჩებში პოლიცია და სპეც ტექნიკაა არის იმისთვის, რომ დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი. 

''შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება ამ ყველაფრის თაობაზე და განუმარტა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის თაობაზე.  ასევე იმის შესახებ, რა არის სამართალდარღვევა და  რა არ არის. ამისთვის არის აქ პოლიცია. სამართალდამცველები მიიღებენ კანონით გათვალისწინებულ შესაბამის მყისიერ ზომებს სამართალდარღვევის შემთხვევაში. არავის არ მივცემთ საშუალებას, რომ მოახდინონ ქალაქის პარალიზება და კოლაფსი'' - განაცხადა ვაჟა სირაძემ. 

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' აქციის პარალელურად მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანები და სპეციალური დანიშნულების რაზმი. 

მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ რატომ იყო მსგავსი მობილიზება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში