ის, რომ დღეს ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები ავლაბრის მეტროსთან შეიკრიბებიან, შემდეგ მსვლელობას დაიწყებენ და მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს გადაკეტავენ - ნიკა მელიამ გააკეთა ამის შესახებ განცხადება.
აქცია დღეს 2 საათზეა დაანონსებული, თუმცა ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში კლინიკასთან საპროტესტო აქციები არ გაიმართება.
ოპოზიცია აგრეთვე ხელისუფლებას სთავაზობს ჩამოაყალიბოს სპეციალური ჯგუფი, რომელიც სააკაშვილის გადაყვანის საკითხის განხილვაში ჩაერთვება, სპეკულაციების თავიდან ასარიდებლად.