ტოჩინოშინი შემოდგომის ბაშოს მეორე ორთაბრძოლასაც გამოტოვებს

15 ნოემბერი 2021, 11:10 933 ნახვა

ტოჩინოშინი შემოდგომის ბაშოს მეორე ორთაბრძოლასაც ვერ გამართავს.

კიუშუ ბაშოს დაწყებამდე ერთი დღით ადრე ლევანმა წელის ტრამვა მიიღო. ამის გამო კი ქართველს უკვე ორი ორთაბრძოლის გამოტოვება მოუწია.

სუმოს ასოციაციის ინფორმაციით, ექიმებმა ლევანს 2-კვირიანი მკურნალობა გამოუწერეს. თუმცა ტოჩინოშინი ტკივილის გადასვლის შემდეგ აპირებს დოგიოზე გამოსვლას.

ლევან გორგაძე კიუშუ ბაშოს დასავლეთის მე-13 მაეგაშირას წოდებით შეხვდა.

ქართველ სუმოისტს უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში ბოლო 5 ბაშო უარყოფითი ბალანსით აქვს დასრულებული. ერთი წარუმატებლობის შემთხვევაში კი, დიდი ალბათობით, ის რანგით მე-2 ჯურიოს დივიზიონში დაქვეითდება.

ლევანს ადგილის შესანარჩუნებლად მინიმუმ 5 ორთაბრძოლის მოგება დასჭირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი