სასამართლომ ''გირჩი - მეტი თავისუფლების” აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი პატიმრობაში დატოვა

14 ნოემბერი 2021, 14:01 1002 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, “გირჩი - მეტი თავისუფლების” აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თემურ გიორგაძე პატიმრობაში რჩება. 

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძის გადაწყვეტილებით, გიორგაძეს 5 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა. 

ბრალდების მხარე დაკავებულს 173_74 -ე პრიმა მუხლის დარღვევას ედავებოდა, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას და შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილი იყო ვიდეომასალა, სადაც პოლიციელები ირწმუნებოდნენ, რომ აქციის მონაწილეებმა მოახდინეს შუშის შენობის ბლოკირება. დაცვის მხარე ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ აქცია პერფორმანსს პოლიტიკური მიზანი ჰქონდა .

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში