დაკავებული გირჩელების სასამართლო სავარაუდოდ ჩაინიშნა

14 ნოემბერი 2021, 12:15 783 ნახვა

დაკავებული გირჩი მეტი თავისუფლების წევრების სასამართლო სავარაუდოდ დღეს გაიმართება.

როგორც იცით მხოლოდ გუშინ გაირკვა, რომ ისინი ქობულეთის დროებითი დაკავების იზოლატორში იყვნენ გადაყვანილები, თუმცა როგორც ადვოკატი ელოდა გუშინ სასამართლო არ ჩაინიშნა, მისივე ვარაუდით სამივე დაკავებულს სასამართლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173 მუხლებს შეედავება.

გირჩის წევრებმა სუსის შენობასთან შესასვლელი კარები მანქანით ჩახერგეს, რა დროსაც მანქანის გადაყვანა ევაკუატორით გახდა საჭირო ხოლო ერთ-ერთი აქტივისტი კარებს არ აღებდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი