დღეს იაპონიაში წლის ბოლო ბაშო დაიწყება. ქართველი ლევან გორგაძისთვის კი ეს კარიერაში 93-ე ტურნირი იქნება.
ლევანი კიუშუს ბაშოზე დასავლეთის მე-13 მაეგაშირას წოდებით იასპარეზებს.
ბაშოს პირველ დღეს ტოჩინოშინის მეტოქე აღმოსავლეთის მე-13 მაეგაშირა იუტაკაიამა იქნება. 3
4 წლის ქართველი 28 წლის იაპონელს 5-ჯერ შეხვდა და ყველა ორთაბრძოლა მოუგო.