"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხვალ, 17:00 საათზე, აქციას რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან გამართავს,- ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.
"ხვალ, ძვირფასო მეგობრებო, ვისთვისაც სულ ერთი ნამდვილად არ არის და ასეთი ადამიანი ამ ქვეყანაში, როგორც უკანასკნელმა დღეებმაც დაადასტურა, არის აბსოლუტურ უმრავლესობაში, გელოდებით 17:00 საათზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხვალ 17:00 საათზე პარლამენტთან გელოდებით ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია როგორი საქართველო უნდა გვქონდეს მომავალში",- განაცხადა ნიკა მელიამ.