პირველი დეკემბრიდან საქართველოში მწვანე კოვიდ პასპორტის სისტემა ამოქმედდება. მოქალაქეები მხოლოდ კოვიდ-ბარათით შეძლებენ შესვლას დაწესებულებების ნაწილში. კერძოდ, კვების ობიექტებში, რესტორნებში, კაფეებისა და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნესდარბაზებში, სასტუმროებში, ასევე, სამთო კურორტების საბაგირო გზებზე. აღსანიშნავია, რომ მწვანე პასპორტებს მხოლოდ ობიექტების სტუმრებს მოსთხოვენ დასაქმებულებს კი არა.
სიახლე პოზიტიურზე მეტად უარყოფით მოლოდინს უქმნის ბიზნეს სექტორს, რადგან, როგორც ამბობენ, მომხმარებლების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება, რის ფონზე არც ობიექტების დახურვას გამორიცხავენ.