სააკაშვილს დღეს ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა შეხვდება

12 ნოემბერი 2021, 11:47 716 ნახვა

ვითარება კვლავ საგანგაშოა - აცხადებს მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი. ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, ექსპრეზიდენტის  სისხლში ერთ-ერთი მაჩვენებელი, კალიუმი კრიტიკულ დონეზე იყო.

მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს შეხვდეს ექიმებს, კონსილიუმს, და  მიიღოს გადაწყვეტილება. ყიფშიძე ყურადღებას ამახვილებს ექსპრეზიდენტის მკურნალობის სირთულეზე შიმშილობის შეწყვეტის შემდეგაც.

მიხეილ სააკაშვილი უკვე 42 დღეა შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ელოდებიან მისი ამერიკელი უფლებადამცველი ქართველ კოლეგებთან ერთად, ასევე გლდანის ციხეშია მისული  ლიზა იასკო.  ისინი იუსტიციის სამინისტროსგან ელოდებიან ნებართვას, რომ მისცენ უფლება მიხეილ სააკაშვილის მონახულების.

მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად საქართველოში ჩამოვიდა ანა ფოტიგა. ევროპარლამენტარმა "ტვიტერზე" რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ ექსპრეზიდენტის საქმე უფრო და უფრო პოლიტიკური ხდება .  ვიოლა ფონ კრამონი სააკაშვილს მოუწოდებს დაუყონებლივ შეწყვიტოს შიმშილობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი