წლების განმავლობაში, პროგრესულად მოაზროვნე ფერმერებმა, სელექციის გზით, მეხორცული და მერძეული საქონლის სხვადასხვა ჯიში ჩამოაყალიბეს.
დღეისთვის პირუტყვის ჯიშთა გაუმჯობესების თანამედროვე და სწრაფი მეთოდი ხელოვნური განაყოფიერებაა. ფერმერი სხვადასხვა კატალოგიდან ირჩევს სასურველ გენეტიკას.