პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროებული კადრები პოლიტიკური შეფასებების საგანია. ოპოზიციაში ამბობენ, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ ყოფილ პრეზიდენტს არაადამიანურად ეპყრობიან და ის ძალის გამოყენებით, მოტყუებით გადაიყვანეს მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში.
მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ შესაბამისმა სამსახურებმა მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის მითითებები შეასრულეს. განმარტავენ, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა წინააღმდეგობა გასწია და ძალის გამოყენება ძალაუნებურად აუცილებელი გახდა.