ჰარცელი: მოვუწოდებ ყველას, პატივი სცენ სასამართლოს გადაწყვეტილებას

11 ნოემბერი 2021, 18:15 1145 ნახვა

''ევროკავშირი ძალიან ახლოდან აკვირდება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ პროცესებს“ - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.  მას კითხვებს უჩენს კადრები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გლდანის ციხეში გადაყვანას ეხება. სტრასბურგის გადაწყვეტილებას კი იმედის მომცემ ნაბიჯად აფასებს.

მიაჩნია, რომ  მიხეილ  სააკაშვილის სასამართლო პროცესები  უნდა იყოს გამჭვირვალე, საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შესაფერისი, რასაც  მისი განცხადებით, ასევე  აკვირდება ევროკავშირი. დიპლომატმა  ხაზი გაუსვა  სახალხო დამცველის როლს და თქვა, რომ მისი რეკომენდაციები ძალიან ფასეულია.  მიაჩნია, რომ  მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სრულად უნდა იყოს დაცული ადგილობრივი კანონმდებლობა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი