აგრარული კომიტეტის სხდომა

11 ნოემბერი 2021, 14:50 823 ნახვა

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი ნახევარი მილიონი ლარით გაიზარდა და 19 მილიონ 351 100 ლარს შეადგენს - ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოში აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტზე ისაუბრეს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის განმარტებით, სოფლად მეწარმეობის განვითარების პროგრამა 3-ჯერ გაიზარდა და 3 მლნ ლარს გადააჭარბა, მომავალ წელს,  რეგიონში 30 ახალი საწარმო  დაფინანსდება.

2022 წელს საოჯახო მეურნეობაში ჩართული 300 ბენეფიციარი ისარგებლებს სახელმწიფოს მხარდაჭერით.

შეხვედრაზე ითქვა, რომ გაგრძელდება მიწის უფასოდ დამუშავების პროგრამა, ციტრუსის სუბსიდირება კვლავ რჩება პრიორიტეტად და მომავალ წელს 400 000 ლარით გაიზარდა ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობის ბიუჯეტი.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში