ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეს შვედეთის ნაკრებს უმასპინძლებს

11 ნოემბერი 2021, 10:00 918 ნახვა

დღეს საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში ბათუმის სტადიონზე შვედეთის ნაკრებს უმასპინძლებს. ორივე გუნდმა ბათუმში მატჩისწინა ბოლო ვარჯიში უკვე გამართა.

ჯვაროსნებს დისკვალიფიკაციის გამო გურამ გიორბელიძე და ლაშა დვალი ვერ დაეხმარებიან. ითამაშებს თუ არა თორნიკე ოქრიაშვილი, ჯერ უცნობია, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს გუშინ გუნდთან ერთად არ უვარჯიშია. შვედებს კი დაუბრუნდათ ზლატან იბრაგიმოვიჩი.

ბოლო ტურის წინ საქართველოს ნაკრებს მხოლოდ 4 ქულა აქვს და ჯგუფში ბოლოსწინა ადგილზეა.

რაც შეეხება მის მეტოქეს, იანე ანდერსონის შეგირდები 15 ქულით ჯგუფის ლიდერები არიან და სამი ქულა სჭირდებათ, რათა ესპანეთთან უპირატესობა შეინარჩუნოს, რომელსაც 13 ქულა აქვს და ბოლო მატჩი სწორედ შვედებთან ელით.

მატჩი თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში