მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაკავებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

10 ნოემბერი 2021, 13:26 589 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულები – გიორგი ნარიმანიძე, ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

პროკურატურა დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.

საქმეზე  გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში