ინფიცირების შემთხვევები მომატებულია ბავშვებში, რასაც სპეციალისტები უკავშირებენ ვირუსის დელტა ვარიანტის მასშტაბს, რადგან მათივე შედარებით, მცირეწლოვნებში COVID 19-ის დადებითობა საწყისი ტალღების დროს იყო დაბალი.
ქვეყანა ახლა კორონავირუსის გავრცელების პიკშია, ხოლო რა სცენარით განვითარდება მოვლენები ეპიდემიოლოგების თქმით, რეგულაციების სწორად დაცვაზე იქნება დამოკიდებული.
უკვე იმასაც პროგნოზირებენ, რომ შტამს ახასიათებს ე.წ. ორთვიანი ციკლები,რამაც დიდი ადამიანური დანაკარგები შეიძლება გამოიწვიოს.
საქართველოში 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების Pfizer-ით ვაქცინაცია შესაძლებელი გახდა.
ვინც აცრილია მესამე ე.წ ბუსტერ დოზა უნდა გაიკეთოს, 60 წელს გადაცილებული მოქალაქე კი, რომელიც ვაქცინაციას გადაწყვეტს ერთჯერადად 200 ლარს მიიღებს.
აუცრელებისთვის კი ქვეყანაში წესდება რიგი შეზღუდვა, პირველი დეკემბრიდან ქვეყანაში მწვანე პასპორტი ამოქმედდება.