მიხეილ სააკაშვილთან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შევიდა

09 ნოემბერი 2021, 18:01 1307 ნახვა

უკრაინა ითხოვს მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას. ოფიციალური კიევის პოზიცია რადას დეპუტატმა  ლიზა იასკომ გაახმოვანა. ამტკიცებს, რომ ციხის საავადმყოფოში უსაფრთხო გარემო არ არის. 

იასკოს პენიტენციურ დაწესებულებაში ამ დრომდე არ უშვებენ. ამისთვის მას იუსტიციის სამინისტროს ნებართვა სჭირდება.     

ცოტა ხნის წინ გლდანის მე-18  სამკურნალო დაწესებულებაში მივიდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელიც.

სწორედ უწყების საგამოძიებო დეპარტამენტმა  დაიწყო გამოძიება მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში