საერთაშორისო გამოხმაურებები

09 ნოემბერი 2021, 17:44 745 ნახვა

საჭიროა ფინანსური რეაგირება, არ შეიძლება დავუშვათ, რომ ფული მიდიოდეს ქვეყანაში, რომელიც მზად არ არის დემოკრატიული რეფორმების თაობაზე ვალდებულების შესასრულებლად - აცხადებს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი.  

მისი თქმით, ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს მხრიდან ჯეროვნად არ სრულდება, საიას ორგანიზებულ ვებინარზე, რომელშიც ევროკავშირის სხვა წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში აღნიშნა, რომ  8 მარტსა და 19 აპრილს მიღწეული შეთანხმებები მნიშვნელოვანი დოკუმენტებია, რომლებიც აუცილებლად  უნდა შესრულდეს და სასამართლო რეფორმა უნდა იყოს გამჭვირვალე.  

მან ასევე ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე და ხაზი გაუსვა ამ მხრივ კანონის ზედმიწევნით დაცვის აუცილებლობას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი