ადვოკატები ფსიქოლოგიურ ტერორზე და სააკაშვილის შესაძლო ლიკვიდაციაზე საუბრობენ

09 ნოემბერი 2021, 14:54 762 ნახვა

მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გლდანის ციხიდან გამოსული საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატები აცხადებენ, რომ სააკაშვილზე ფსიქოლოგიური ტერორი ხორციელდება. ბექა ბასიალაიას თქმით, კრიმინალის ხელით საქართველოს ექსპრეზიდენტის ლიკვიდაცია იგეგმება.   

მესამე პრეზიდენტის კიდევ ერთი უფლებადამცველი შოთა თუთბერიძე კი ამბობს, რომ  მიხელ სააკაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ციხის საავადმყოფოში ძალის გამოყენებით შეიყვანეს და ასევე ძალდატანებით სცადეს ანალიზების გაკეთება, რასაც  მისი ინფორმაციით  მესამე პრეზიდენტი შეეწინააღმდეგა, რა დროსაც მისი თქმით, მცირედით დაზიანდა  სამედიცინო აპარატურა.

ადვოკატები  საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას და ასევე  მისი სასამართლო პროცესის, მიხეილ სააკაშვილის თანდასწრებით  სასამართლო დარბაზში  ჩატარებას ითხოვენ. ბექა ბასილაიას განცხადებით  სასამართლომ დააფიქსირა, რომ სასამართლო პროცესი უნდა შედგეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. 

ამიტომ მისი თქმით,  იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური ვალდებული არიან სასამართლოს  მოთხოვნა შეასრულონ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში