იაპონიაში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა, რაც პირველად მოხდა 2020 წლის 2 აგვისტოს შემდეგ, - ინფორმაციას როიტერი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში კოვიდ 19-ით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა. ბოლო მონაცემებით, იაპონიაში მოსახლეობის 70 %-ზე მეტია ვაქცინირებული.
ქვეყანაში დაინფიცირების შემთხვევებმა პიკს აგვისტოში მიაღწია, რაც „დელტა“ ვარიანტის გავრცელებამ გამოიწვია. ზამთარში ინფიცირების შემთხვევების შესაძლო მატების პრევენციის მიზნით მთავრობა მომავალი თვიდან მოსახლეობის „ბუსტერ“ დოზით ვაქცინაციის დაწყებას გეგმავს.