პანდემია მძვინვარებს, ვაქცინაციის ტემპი დაბალია

07 ნოემბერი 2021, 12:35 642 ნახვა

ისევ მაღალია კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი ქვეყანაში. ბოლო დღე- ღამეში გამოვლინდა ვირუსით გარდაცვალების 67 ახალი შემთხვევა, დაინფიცირდა კიდევ 4 104  ადამიანი. 6 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი  11%- გადასცდა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 53 613-ია.

რეგიონში ბოლო 24 საათში გამოვლინდა ინფიცირების 168 შემთხვევა. ბავშვთა საავადმყოფოში  51 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 5 ბავშვის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული. რთული ეპიდ ვითარების ფონზე კვლავ დაბალია აცრების მაჩვენებელი. გასული დღე ღამის განმავლობაში კოვიდის საწინააღმდეგო აცრით მხოლოდ 3 ათას 453 ადამიანი აიცრა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში