14 წელი 7 ნოემბრის აქციის დარბევიდან

07 ნოემბერი 2021, 12:15 1074 ნახვა

2007 წლის 7 ნოემბრიდან ზუსტად 14 წელი გავიდა, სახალხო პროტესტს წინ რიგი მოვლენები უძღოდა, რომლის გამოც 3 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე აქციები დაიწყო.

პროტესტის მონაწილეები იმდროინდელი ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან ერთად პოლიციამ დაარბია ცრემლსადენი აირის, ხელკეტების, რეზინის ტყვიების, აკუსტიკური თოფებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშავდა ათობით ადამიანი,  მოგვიანებით პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმი ტელეკომპანია იმედის ოფისში შეიჭრა, სადაც ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ძალისმიერად უსწორდებოდნენ ჟურნალისტებს, ამის შემდეგ ტელეკომპანიამ მაუწყებლობა შეწყვიტა- ასევე უკვე 8 ნოემბერს დილის 11 საათზე ძალოვანმა უწყებებმა ბათუმში უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სტუდენტური აქცია ძალის გამოყენებით დაარბიეს, მაშინდელი მაღალჩინოსნების განცხადებით, სპეცრაზმი კანონიერად მოქმედებდა. ამ ფაქტების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა რიგგარეშე არჩევნები გამოაცხადა სადაც თავადვე გაიმარჯვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი