ომბუდსმენის აპარატი პენიტენციური სამსახურის კადრებს ეხმაურება

07 ნოემბერი 2021, 12:20 722 ნახვა

მიხეილ სააკაშვილი უკმაყოფილო იყო იმ ინფორმაციით, რაც მის შესაძლო კვებასთან დაკავშირებით ვრცელდებოდა. ის აღნიშნავდა, რომ სურათები, სადაც საკვები დანამატები ერთად ეწყო, თვალით არასდროს უნახავს და არც იცის სად არის გადაღებული, - ამის შესახებ სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძემ მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით,მესამე პრეზიდენტმა  თავად გამოთქვა ომბუდსმენის  წარმომადგენლის ნახვის სურვილი. ცნობისთვის,  სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 6 ნოემბერს ვიდეოკადრები გაავრცელა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში