საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი ნორმაშია.
მინისტრის განცხადებით მიხეილ სააკაშვილი გარკვეული სახის ფაფებსა და ნატურალურ წვენებს იღებს.იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, შესაძლოა, 10 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის საქმეზე ჩანიშნული სასამართლო პროცესი, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარდეს. იუსტიციის მინისტრის განცხადებას მიხეილ სააკაშვილის საკვების მიღებასთან დაკავშირებით პირადმა ექიმმა უპასუხა.