ლელო პარტიულ კონსულტაციებს უჭერს მხარს

05 ნოემბერი 2021, 20:30 844 ნახვა

ბათუმში პარტია ლელოს ლიდერი და ქალაქის საკრებულოს ახალი შემადგენლობის წევრი ირაკლი კუპრაძე ოპოზიციურ პარტიებს  კონსულტაციების დაჩქარებისკენ მოუწოდებს. ამბობს, რომ მმართველი პარტია  ცდილობს - დააშინოს, დააშანტაჟოს და მოისყიდოს საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები, რომლებიც „ ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით ამჯერად  უმრავლესობაში არიან. ირაკლი კუპრაძის განმარტებით, დროა  ოპოზიციურმა პარტიებმა შესაბამისი პასუხისმგებლობა აიღონ, დაიწყონ მოლაპარაკებები, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი თქმით,  დრო ქართული ოცნების სასარგებლოდ იმუშავებს. 

კონსულტაციებისთვის მზად არიან „გახარია საქართველოსთვის „ პარტიაშიც, თუმცა ყოფილი პრემიერ-მინისტრის თანაგუნდელი ირაკლი მიქელაძე ამბობს, რომ მხოლოდ ოთხმხრივ  მოლაპარაკებებში ჩაერთვება, სადაც „ქართული ოცნების“ წევრებიც იქნებიან. მიქელაძე პარტიის პოზიციას მოგვიანებით სოციალური ქსელით გაავრცელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი