ბელგრადში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ქართველმა ფალავნებმა კიდევ ორი მედალი მოიპოვეს. აივენგო რიკაძემ ფინალში შვეიცარიელი რაინერ ბეჩარტი 5:1 დაამარცხა და ლერი აბულაძის შემდეგ საქართველოს კიდევ ერთი ოქროს მედალი მოუტანა.
ფრიდონ აბულაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ბრინჯაოსთვის იბრძოდა ლერი აბულაძის ძმა - ოთარ აბულაძეც, თუმცა ის სანუგეშო წრეში დამარცხდა.საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა. ხვალ ასპარეზობას თავისუფალი სტილით მოჭიდავეები დაიწყებენ.