საქართველოს რაგბის ჩემპიონატის მატჩებს გულშემატკივარი უბრუნდება

03 ნოემბერი 2021, 23:13 1020 ნახვა

საქართველოს რაგბი დიდი 10-ის მატჩებზე გულშემატკივარი ბრუნდება. საქართველოს რაგბის ეროვნული ჩემპიონატის მატჩებზე გულშემატკივარს სპეციალური მოთხოვნების და რეგულაციების დაცვა მოუწევს.

დიდი 10-ის მატჩებზე დასასწრები მოთხოვნები კი შემდეგია: 

  • მატჩამდე არანაკლებ 14 დღით ადრე სრულად ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტს ან ბოლო 6 თვის მანძილზე; ლაბორატორიულად დადასტურებული COVID-ინფექციის გადატანის შესახებ ცნობა;
  • შესაბამის მატჩამდე 72 საათით ადრე ჩატარებულ PCR ტესტის ან 24 საათით ადრე ჩატარებული სწრაფი, ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხი.

აღნიშნული წესის შესრულება/კონტროლი ევალება მატჩის მასპინძელ კლუბს. ამ დროისათვის გათამაშებას 23 ქულით ბათუმის სარაგბო კლუბი ლიდერობს.

"ბათუმი" მომავალ მე-6 ტურში საკუთარ მოედანზე ბოლნისის "ყოჩებს" უმასპინძლებს. მატჩი 7 ნოემბერს 14:00 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში