კორონავირუსის მორიგი რეკორდი ქვეყანაში. სპეციალისტები ახალი შტამის გავრცელების რისკზე საუბრობენ და მსჯელობენ, გაფართოვდეს და მოიხსნას ასაკობრივი ზღვარი ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზის გამოყენებაზე.
შესაძლოა COVID-19-ით დღიურად ინფიცირების მაჩვენებელი 7 000-მდეც გაიზარდოს, რაც სპეციალისტებს მისცემს იმის თქმის საბაბს, რომ ქვეყანა უფსკრულის წინაშე დგას. კოვიდცენტრებში მოხვედრილთა მესამედს ინტენსიური და რეანიმაციული განყოფილება სჭირდება.
საქართველოში შემოვიდა ორი ახალი მონოკლონური ანტისხეულის პრეპარატი, კასირივიმაბი და ინდევიმაბი, რომლებსაც, როგორც მძიმე პაციენტებისთვის, ასევე თანმხლები დავადების მქონე პაციენტებში გამოიყენებენ.