ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონია

02 ნოემბერი 2021, 22:28 2093 ნახვა

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონია. ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე 23 წლამდელთა შორის აბულაძემ ფინალში თურქი აჰმეთ იარს მოუგო და საქართველოს ნაკრებს ოქროს მედალი მოუპოვა.

63 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლერიმ ოქროს მედლამდე ბრძოლაში ყაზახი ასაუხატ მუხამადიევი, რუსეთის სახელით მოასპარეზე გიორგი თიბილოვი და ირანელი ალირეზა ნეჯადი დაამარცხა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი