როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები?

02 ნოემბერი 2021, 20:07 1253 ნახვა

მიხელ სააკაშვილის გათავისუფლება და უნდობლობა არჩევნების შედეგებს - ეს არის ოპოზიციის ნაწილის მთავარი მოთხოვნა, სტრატეგია კი აქციები და მანდატებზე უარის თქმაა. დეპუტატების ნაწილმა საკანონმდებლო ორგანო დატოვა, ნაწილი ფიქრობს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო დღეს განხილვის მთავარი თემა საკანონმდებლო ორგანოში, სადაც კანონმდებლები კენჭისყრის დღის შემდეგ სასესიო ფორმატში პირველად შეიკრიბნენ.

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, რომელიც საკანონმდებლო საქმიანობას ჩვეულ ფორმატში აგრძელებს ამბობს, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია უნდა დასრულდეს და როგორც ამბობენ, ვერც ბრძოლის ველიდან გასვლის აუცილებლობას ხედავენ.

პოლიტიკური ბოიკოტი გამოაცხადა ფრაქციამ "ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის", თუმცა ამის მიუხედავად, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს.

მმართველ პოლიტიკურ პარტიაში კი ამბობენ, რომ თუ ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტის დატოვების გადაწვეტილებას მიიღებენ, ამაში მათ ხელს არავინ შეუშლის.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი