9 მაისის ღონისძიებები მუნიციპალიტეტებში

09 მაისი 2016, 00:00 6484 ნახვა

9 მაისი აღნიშნეს ხელვაჩაურში. გამგებელმა და მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პარკში შეკრებილებს ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავი მიულოცეს. ღონისძიებას წელს პირველად, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრებოდა, ხელვაჩაურში მცხოვრები ერთადერთი ვეტერანი თამარ კამენცევა. მას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა საჩუქრები მოუმზადა. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს ერთჯერადად 500 ლარი გადაეცემა. 300 ლარს მიიღებენ ხელვაჩაურში მცხოვრები მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები. ასეთი მუნიციპალიტეტში სულ 5-ია.

ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს ქობულეთშიც. ძმათა სასაფლაო გამგეობის თანამშრომლებმა და პარალემნტში ქობულეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ფატი ხალვაშმა ყვავილებით შეამკეს. მუნიციპალიტეტმა მეორე მსოფლიო ომის 6 ვეტერანს 500-500 ლარი გადასაცა, ხოლო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 200-200. ჯამში გამგეობამ 3 ათას 800 ლარი გამოყო. 

 

ამავე კატეგორიაში