ოპოზიციის გეგმები

01 ნოემბერი 2021, 15:00 843 ნახვა

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ამომრჩეველთა მიტაცებული ხმების დასაცავად  უკომპრომისო ბრძოლას იწყებენ. ოპოზიცია არ აპირებს შეეგუოს არჩევნების შედეგებს.

აცხადებენ, რომ პროცესი არც სამართლიანი იყო და არც თავისუფალ გარემოში წარმართული. აქციები გაიმართება იმ დიდ ქალაქებში, სადაც ცესკოს მონაცემებით, ოპოზიციის მერობის კანდიდატებმა მცირე სხვაობით წააგეს. მასშტაბური აქცია დედაქალაქში კი 6 ნოემბერს დაანონსდა.  თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ აქცია 7 ნოემბერს გაიმართებოდა, თუმცა მოგვიანებით თარიღი შეცვალეს.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი