აშშ-ისა და სამხრეთ კორეის სამხედრო-საჰაერო ძალებმა დღეს ერთობლივი წვრთნების ჩატარება დაიწყეს. აღნიშნულის შესახებ კორეული მედია სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება. სწავლება 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობას მიიღებს 100 ერთეულამდე საფრენი აპარატი.
ბოლო წლების განმავლობაში მოკავშირე ორი ქვეყანა შედარებით მცირე მასშტაბების საჰაერო წვრთნებს მართავენ, რათა ხელი შეუწყონ დიპლომატიურ ძალისხმევებს, რომელიც ჩრდილოეთ კორეასთან დიალოგის განახლებას ისახავს მიზნად.