მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 5 მილიონს გადაცდა. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ბულგარეთშია, სადაც ერთ მოსახლეზე კოვიდით გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. ანალოგიური მდგომარეობაა სომხეთსა და რუსეთშიც.
სომხეთში სკოლები და უნივერსიტეტები 15 ნოემბრამდე დისტანციურ სწავლის რეჟიმზე გადადის. რუსეთში კი, 60 წელს გადაცილებულ აუცრელ პირებს სახლიდან გასვლა 4 თვით ეკრძალებათ.