„მზად ვართ ნებისმიერი საფრთხისთვის. ჩვენთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, საიმედოდ უზრუნველვყოთ რუსეთის ტერიტორიის უსაფრთხოება შავ ზღვაში, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რომში, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი ყოველთვის მომხრეა, ხელი შეუწყოს თანამშრომლობას და არა იმ პროექტებს, რომლებიც დაფუძნებულია კონფრონტაციაზე.
სერგეი ლავროვის განცხადებით, ნატო-ს გეგმა რუმინეთისა და ბულგარეთის შავი ზღვის სანაპიროზე შექმნას ახალი საზღვაო ბაზები, არ შეესაბამება რეგიონში კეთილმეზობლობის ინტერესებს. მისივე მტკიცებით, ფაქტები მიუთითებს იმაზე, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს არ აქვს რუსეთთან ურთიერთობის სურვილი.