"TV25"-ის ჟურნალისტზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

31 ოქტომბერი 2021, 18:25 1864 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, "TV25”-ის ჟურნალისტის თეო ფუტკარაძის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტურში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, სავარაუდოდ მმართველი პარტიის მხარდამჭერმა "TV25" ჟურნალისტს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე და 151-ე მუხლებით დაიწყო, რაც მუქარასა და ძალადობას გულისხმობს. დანაშული 1-დან სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

"TV25- ის რეპორტიორის ინტერესებს ორგანიზიაცია "კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის“ და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" დაიცავენ.

ცოტა ხნის წინ, მომხდარს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჟურნალისტზე განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებაზე პირადად დაინტერესდება და შესაბამის რეაგირებას მოახდენს. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი