ეს იყო პირველი არჩევნები, რომელიც ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლის შემდეგ ჩავატარეთ, დანაკლისის შევსება ერთიანობით შევძელით - კობახიძე 

31 ოქტომბერი 2021, 15:44 722 ნახვა

ეს იყო პირველი არჩევნები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლის შემდეგ ჩავატარეთ, ასეთი მასშტაბის დანაკლისის შევსება მხოლოდ გუნდის ერთიანობით იყო შესაძლებელი და ჩვენ ეს შევძელით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, გუშინ საბოლოოდ გაიმარჯვა ღირსებამ, თავისუფლებამ, მშვიდობამ და განვითარებამ.

''დღეს „ქართული ოცნება“ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ლიდერების გუნდია, რომელიც ყველა გამოწვევას ერთიანობით უპირისპირდება. სწორედ ეს ერთიანობა გახდა ჩვენი შთამბეჭდავი გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი. გარდა ამისა შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს წინ უძღოდა საბოტაჟი, 6 თვიანი ხელოვნური კრიზისი. ორი დამნაშავის გათავისუფლება, ამ მოვლენებმა ბუნებრივია არჩევნების წინ დამატებითი სირთულეები შეგვიქმნა, თუმცა სათანადოდ გააზრებული ნაბიჯებით ამ სირთულეების დაძლევა წარმატებით შევძელით“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ მაქსიმუმს გააკეთებს, რომ გამოსწორდეს ის ხარვეზები, რომლებსაც მოქალაქეები ხედავენ​.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მერის არჩევნები მოიგო 64-დან 63 მუნიციპალიტეტში, რითაც გააუმჯობესა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგი.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი