ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის 39-ე უბანზე ხმაური იყო

31 ოქტომბერი 2021, 01:18 712 ნახვა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის 39-ე უბანზე ხმაური და დაპირისპირება იყო.

“ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს დეპუტატის მარიამ ახალაიას ინფორმაციით, აღნიშნული უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა კომისიის წევრსა და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელ ხვიჩა ცქვიტარიას შორის.

მარიამ ახალაიას თქმით, 39-ე უბანზე რამდენიმე წუთით ელექტროენერგია გაითიშა, რა დროსაც “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ჩაყარეს. მისი თქმით, დაპირისპირება მხარეებს შორის სწორედ ამ ფაქტმა გამოწვია. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში