საქართველოში ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა და ხმის მიცემა შეწყდა

30 ოქტომბერი 2021, 20:01 861 ნახვა

საქართველოში საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა. რის შემდეგაც ხმის დათვლის პროცედურები დაიწყება. მას შემდეგ, რაც საუბნო შემაჯამებელი ოქმები შედგება, მათ საოლქო საარჩევნო კომისიები ცესკოს მიაწვდის და სპეციალურ ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge აიტვირთება.

საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, ხმის მიცემა კი 08:00 საათზე დაიწყო.

არჩევნების ჩასატარებლად ქვეყნის მასშტაბით 1 830 საარჩევნო უბანი გაიხსნა.

დღეს ამომრჩევლები ირჩევდნენ მერებს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში, ხოლო 24 საარჩევნო ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს 100 ადგილობრივი და 52 საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია უწევდა მეთვალყურეობას.

 

ფოტო: ირინე წუწუნავა

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი