ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის ხმის მიცემის პროცესი 6 საათია მიმდინარეობს.
საარჩევნო უბნებზე წილისყრის პროცესი 7 საათიდან დაიწყო, უშუალოდ ხმის მიცემის პროცედურა კი 8 საათზე. დაფიქსირდა რამდენიმე წუთიანი დაგვიანების შემთხვევაც. ბათუმში 105 საარჩევნო უბანია, რეგისტრირებულია 147 ათასი 964 ამომრჩეველი.