არჩევნების მეორე ტურისთვის ქედაში ხუთი საარჩევნო უბანი გაიხსნა. მეორე ტური ქედაში მხოლოდ დანდალოს ადმინისტრაციულ ერთეულში ტარდება.
ამომრჩეველმა ახლა არჩევანი ორ მაჟორიტარს, ნაციონალური მოძრაობიდან ევგენ ცინცაძესა და ქართული ოცნებიდან - ოთარ ხარაძეს შორის უნდა გააკეთოს.საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ხუთივე უბანში კომისიის წევრების სრული შემადგენლობა იყო და არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.