ხმაური იყო ბათუმის მე-9 უბანზე. ბიულეტენების დალუქვის წესი დაირღვა, რაც კომისიის წევრებმა გააპროტესტეს. თავმჯდომარემ დალუქული ბიულეტენები იქამდე გახსნა ვიდრე ყველა კომისიის წევრი შეიკრიბებოდა.
შემთხვევის გამო 8 წთ-ის დაგვიანებით გაიხსნა უბანი და ადგილზე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მივიდა, რომელმაც განაცხადა, რომ ბიულეტენები დალუქული გადაეცა, თავმჯდომარის ქმედება კი კანონდარღვევა იყო. აქ ბიულეტენები თავიდან გადაითვალეს და დაიწერა საჩივარი.