მკვლელობა ბორჯომში - დაკავებულია 1 პირი

29 ოქტომბერი 2021, 13:52 753 ნახვა

მკვლელობა ბორჯომში.  36 წლის  მამაკაცმა ეჭვიანობის ნიადაგზე თანასოფლელი მოკლა და ცოლი კი დაჭრა.შსს-ს  ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავე შემთხვევიდან რამდენიმე წუთში თავისი საცხოვრებელი სახლთან დააკავეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გუშინ თავისსავე  სახლის ეზოში, ეჭვიანობის ნიადაგზე მეზობელს სანადირო თოფიდან ესროლა და  მოკლა. მეუღლეს კი  ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა.

30 წლის ქალი კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი