ირაკლი თავდგირიძემ პარტია „საქართველოსთვის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

29 ოქტომბერი 2021, 10:16 3477 ნახვა

''არა ,,ნაცებს'' არა ბოროტებას. ,,ნაცმოძრაობა'' ვერასოდეს იქნება ბათუმის უმრავლესობა საკრებულოში'' - წერს გიორგი გახარიას თანაგუნდელი და ბათუმის საკრებულოს არჩეული დეპუტატი სოციალურ ქსელში. 

პარტია ''საქართველოსთვის'' ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირაკლი თავდგირიძე აცხადებს, რომ ბათუმის საკრებულოში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს. 

ამბობს, რომ ''ნაციონალურ მოძრაობასთან'' და ასევე ''ლელოსთან'' რაიმე სახის თანამშრომლობა გამორიცხულია. 

''ჩემთვის ბათუმის საკრებულოს მომავალი წევრისთვის, კატეგორიულად მიუღებელია ,,ნაცმოძრაობასთან'' (ლელოს ჩათვლით) ნებისმიერი სახით თანამშრომლობა, მითუმეტეს მათთან კოალიცია და თანამდებობის გადანაწილებაზე კონსულტაციაც კი! შესაბამისად, ვტოვებ პარტია საქართველოსთვის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობას და საკრებულოში საქმიანობას გავაგრძელებ როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, ჩემი სინდისის კარნახით და ბათუმელების საკეთილდღეოდ'' - დაწერა ირაკლი თავდგირიძემ. 

ბათუმის საკრებულოში ოთხი პარტია შედის. "ქართული ოცნება“, "ნაციონალური მოძრაობა", "გახარია საქართველოსთვის“ და "ლელო“.

"ქართული ოცნება“ 35-წევრიან ბათუმის საკრებულოში 12 წევრის შეყვანას შეძლებს, რასაც პროპორციული სიით 4 მაჟორიტარი დაემატება, "ნაციონალური მოძრაობა" 12 წევრს შეიყვანს, რასაც 3 მაჟორიტარი დაემატება,  "გახარია საქართველოსთვის'' 3, ხოლო "ლელოს" 1 წარმომადგენელი ეყოლება. 

რამდენიმე დღის წინ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ''ქართული ოცნების'' წარმომადგენლები ბათუმის საკრებულოს ცალკეულ წევრებთან ითანამშრომლებენ, თუმცა კონკრეტულად ვისთან არ დაუსახელებია. 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი