ქობულეთის ''შუქურა'' საქართველოს დავით ყიფიანის თასის ნახევარფინალშია.
მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრაში ''შუქურა'' გასვლაზე თბილისში ''გაგრას'' ესტუმრა და 1-2 დაამარცხა.
პირველი ნახევარი ფრედ 0-0 დასრულდა. 54-ე წუთზე კი ანგარიში ოთარ ფარულავამ გახსნა და ''გაგრა'' წინ გავიდა.
72-ე წუთზე კი ცვლილებაზე შემოსულმა ლევან ინგოროყვამ მატჩში წონასწორობა აღადგინა. 10 წუთში კი გამარჯვების გოლი ჟუნინიო კაბრალმა გაიტანა და ''შუქურა'' შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.
დღეს 18:00 საათზე ბათუმის ''დინამო'' გასვლაზე ''ლოკომოტივს'' ნახევარფინალის საგზურისთვის დაუპირისპირდება.