საიას ანგარიში

28 ოქტომბერი 2021, 14:02 872 ნახვა

როგორც პირველი ტურის ბოლო 1 კვირა, ასევე მეორე ტურის პერიოდი 24 ოქტომბრის ჩათვლით, დაძაბულობით გამოირჩეოდა - იყო ძალადობრივი ქმედებები, რომლებიც სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივებით იყო განპირობებული -  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მესამე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.

ორგანიზაცია თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების" მიერ გამართულ მხარდამჭერთა აქციასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების ფაქტს შეისწავლის. ანგარიშში მოხვდა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები, ძალადობრივი ქმედებები, წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლის შემთხვევები და სააგიტაციო მასალის დაზიანება.

ანგარიშში მოხვდა 14 ოქტომბერს „ნაციონალური მოძრაობის“ აქციისთვის თბილისისკენ მომავალ კოლონებთან მომხდარი შემთხვევები. საია სათანადო ორგანოებისგან შესაბამის რეაგირებას ითხოვს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი