„ევროპის სახალხო პარტია“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვს. ამის შესახებ აღნიშნულია „ტვიტერში“ პარტიის გვერდზე.
„შეშფოთებულნი ვართ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ გავრცელებული ცნობით.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ გადაიყვანონ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი შესაბამის სამოქალაქო საავადმყოფოში. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება პასუხისმგებელი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ნებისმიერ გაუარესებაზე“ – აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.